
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჩრდილოეთ სარდლობისა და ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალ გრეგორი გილოს განცხადებაში ნათქვამია, რომ პენტაგონი უკრაინაში შექმნილი კონფლიქტის ესკალაციაში რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი კონფრონტაციის საფრთხეს ხედავს.
,,აშშ-სა და მის ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს - რუსეთს, ირანს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პირდაპირი კონფლიქტის მზარდი ალბათობაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი, რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი ცდილობენ, თავიდან აიცილონ შეიარაღებული კონფლიქტი შეერთებულ შტატებთან, დასავლეთის შესუსტების მათეული აღქმა ხელს უწყობს შეერთებული შტატების მსოფლიო ასპარეზზე გამოწვევის მზარდ სურვილს და ზრდის კრიზისის დროს არასწორი გათვლების რისკს.
კერძოდ, უკრაინასთან ბრძოლის გაგრძელების პირობებში, რამდენიმე შესაძლო გზა არსებობს, რომლებითაც ეს კონფლიქტი შეიძლება გადაიზარდოს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირ დაპირისპირებაში. მოსალოდნელია მოსკოვს, პეკინსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მონაწილეობა კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლებში და არქტიკაში მიმდინარე რუსეთ-ჩინეთის წვრთნებში,’’ - განაცხადა გრეგორი გილომ.
თავის მხრივ, მოსკოვმა არაერთხელ უარყო განცხადებები რუსეთის მიერ დასავლეთის ქვეყნებზე თავდასხმასთან დაკავშირებული საფრთხის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასეთ განცხადებებს „სისულელე“ უწოდა.
0
0