25/12/2023
12:40
მსოფლიო
პეკინის ამინდის ობსერვატორიის ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, 1951 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა. მიმდინარე თვეში, დედაქალაქში ტემპერატურა -10C-ზე დაბლა დაეცა. ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში რეკორდულად აცივდა.
Beijing Daily-ის თანახმად, ჩინეთის ცენტრალური პროვინციის ჰენანის რამდენიმე ქალაქს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. პეკინი შეაჩერებს თბომომარაგებას ბიზნესის უმეტესობისთვის (ძირითადი სერვისის მიმწოდებლების გარდა, როგორიცაა საავადმყოფოები), რათა პრიორიტეტული იყოს საცხოვრებელი სახლების სითბოთი უზრუნველყოფა.
2023 წლის ივნისში, პეკინში, ყველაზე ცხელი დღე - 40 გრადუსზე მეტი, ზამთარში კი - ექსტრემალურად ცივი ამინდის რამდენიმე ტალღა დაფიქსირდა.
როგორც BBC-ი წერს, ასევე ჩრდილოეთ იაპონიის ზოგიერთ ნაწილში დიდი რაოდენობით თოვლი მოვიდა, სამხრეთ კორეა კი ყინვას ებრძვის.
0
0