25/06/2023
21:03
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის სამხედრო არეულობაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც პეკინი რუსეთს ეროვნული სტაბილურობის დაცვასა და შენარჩუნებაში მხარდაჭერას უცხადებს. ეს პეკინის პირველი ოფიციალური განცხადებაა მას შემდეგ, რაც 23 ივნისს რუსეთში არეულობა დაიწყო.
"ის, რაც ახლა ხდება, რუსეთის საშინაო საქმეების ნაწილია. ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთს ეროვნული სტაბილურობის დაცვასა და განვითარებაში". - წერია განცხადებაში.
პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო პეკინში იმყოფება, სადაც იგი საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრს მა ჟაოსუს შეხვდა.
"პრეზიდენტ სი ძინფინგი და ვლადიმირ პუტინის სტრატეგიული ხელმძღვანელობით, ჩინეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური ნდობა გაღრმავდა". - ამბობს ჩინელი მაღალჩინოსანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუდენკოს მოგზაურობა მარტში ჩინეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ორმხრივი ურთიერთობების გამყარებასა და გაფართოებას ისახავს.
"ჩინეთმა 24 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობას მხარი დაუჭირა და რუსეთის გაძლიერებისა და განვითარების სურვილი კიდევ ერთხელ გამოხატა". - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
0
0