
პოლონეთში, ქალაქ ბიტომში, ქალაქის პარკში არსებულ ღია ტიპის საცურაო აუზზე, შაბათს, 15 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქიდან სამი გაათავისუფლეს, ერთის მიმართ დროებითი, სამი თვის ვადით აღმკვეთი საპატიმრო ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით კი პროკურატურამ სასამართლოს მიმართა.
შუამდგომლობას სასამართლო დღეს, სამშაბათს განიხილავს, - იუწყებიან პოლონური მედია საშუალებები.
ბეჭდვითი მედიით, აგრეთვე რადიო და ტელევიზიით და სოციალურ ქსელებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუზზე მყოფმა გოგონამ, შემდეგ კი გოგონამ და ბიჭმა (გოგონები 10 და 12 წლისანი არიან, ბიჭი კი 13 წლის) მშობლებს მათ მიმართ მამაკაცის და მისი თანმხლები სამი პირის არასათანადო ქცევის შესახებ შესჩივლეს. მშობლებმა აუზის დაცვის თანამშრომლებს მიმართეს, მათ კი დაუყოვნებლივ დააკავეს დანაშაულში ეჭვმიტანილი პირები და პოლიციას დაუკავშირდნენ.
0
0