ლატვიის სეიმის ევროპის საქმეთა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო - ლატვიელი პოლიტიკოსები დოკუმენტით "ქართულ ოცნებას" საკუთარი მოქალაქეების პატივისცემასა და აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.
ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ საჭიროა, საქართველოს მთავრობამ EU-სა და NATO-ში გაწევრიანების მიზნით კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
"სეიმის ევროპულ საქმეთა კომისიამ მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს გააგრძელოს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი და პატივი სცეს ვალდებულებას, მიიღოს აუცილებელი ზომები საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად EU-სა და NATO-ში," - წერს კოლსი.
0
0