25/10/2021
13:10
პოლიტიკა
სარჯველაძემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ სტატუსსა და რეჟიმს არც ერთი პატიმარი არ იმსახურებს.
„მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით მედიკოსთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნაზე დაყრდნობით გაკეთდა შეფასება, რომ მოხერხებადია უკლებლივ ყველა იმ სერვისის მიწოდება, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით აუცილებელია. უსაფრთხოების თვალსაზრისით არავითარი საფრთხე და რისკი არ არსებობს. შესაბამისად, ამ პირობებში არ შეიძლება ხელაღებით მოთხოვნა იმისა, რომ გინდა თუ არა სამედიცინო სერვისის მიწოდება რომელიმე კერძო კლინიკაში განხორციელდეს, რაკი რომელიმე პატიმარს ასე სურს. ეს სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართლებელია.
რაც შეეხება ომბუდსმენის განცხადებას, აღნიშნული გარემოებები მხედველობაში მანაც უნდა მიიღოს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
0
0