11/11/2021
12:21
პოლიტიკა
კომენტარი მთავრობის მეთაურმა კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გააკეთა, სადაც, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი 2021“-ის მიმდინარეობას გაეცნო.
„მე გითხარით, რომ პატიმარზე და პატიმრებზე მე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
0
0