12/05/2023
19:22
სამართალი
პატიმარმა სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ, ჯანმრთელობის ხელოვნურად დაზიანებაზე, სტრასბურგში უკვე მეორედ წააგო - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ევროპულმა სასამართლომ დაასრულა სააკაშვილის გასტრონომიული ფალსიფიკაციის საქმე. პატიმარმა სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ, ჯანმრთელობის ხელოვნურად დაზიანებაზე. უკვე მეორედ წააგო სტრასბურგში, რასაც სამართლებრივ შედეგებთან ერთად, აუცილებლად უნდა მოჰყვეს პოლიტიკური და მორალური შედეგები.
სააკაშვილის პატიმრობის დღიდან არაერთი უსაფუძვლო აგრესია, ზიზღის კამპანია და ცილისწამება ვიხილეთ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ექიმების, არამედ მართლმსაჯულების და კონკრეტული მოსამართლეების მიმართ, ვისი ვერდიქტიც დღეს სტრასბურგის სასამართლომ გაიმეორა.
ვფიქრობ, მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ შიდა და გარე აქტორს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს ესხმოდა საქართველოს და ცდილობდა ჩვენი ქვეყანა უარყოფითი მხრიდან წარმოეჩინა.
მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და პირადად იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, ვინც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რეპუტაციას და ღირსებას იცავდა“- წერს იონათამიშვილი.
0
0