-share.jpg)
პატარა კაცი ხარ! ცრუ და ყალბი! კლონად დარჩები მთელი ცხოვრება, - ასე უპასუხა პარლამენტის პლენარული სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებას, სადაც გოცირიძემ „ოცნების“ დეპუტატს „მტირალა გაიშნიკი ეძახა“.
ცაგარეიშვილის თქმით, გოცირიძე სააკაშვილის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გოცირიძეს სულმდაბალ ადამიანსაც უწოდებს.
„ბატონო რომან, თქვენ აქ განისვენებთ თქვენს სავარძელში. მოწმე იყავით იმ საზარელი მოვლენებისა, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ჩადიოდა. შემდეგ თქვენ თქვენმა ბელადმა გეძახათ კლონი. თქვენ ყოველთვის კლონი იყავით მისი, მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა, მაინც კლონი ხართ და კლონად დარჩებით მთელი ცხოვრება, ლანდად მიხეილ სააკაშვილის. მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერ დაიდებთ ბინას - ვერანაირად.
თქვენ წარმოიდგინეთ, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდზეც არ გაქვთ არავითარი შანსი, რომ განისვენოს თქვენმა სულმა ბობოქარმა როდისმე. როგორი სულმდაბალი ადამიანი ყოფილხართ თქვენ, ჩემო ძვირფასო კოლეგავ და ასევე, როგორი ცრუ და ყალბი ყოფილხართ, სწორედ ისე და იმ ზომით და იმ ხარისხით, როგორიც თავის დროზე კუპონები ბეჭდეთ.
ახლაც იღიმით, ისევე იღიმით, როგორც აქ იღიმოდნენ თქვენი მეგობრები, დაქალები და ძმაკაცები 2012 წელს, როცა მე ამ ტრიბუნიდან გამოვდიოდი. აი, ეს არის თქვენი პატარა კაცობაც, თქვენი ე.წ. კოლეგიალობაც და დარჩებით საქართველოს ისტორიაში იმად, რაც ხართ და რასაც წარმოადგენთ ახლა“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.
0
0