25/07/2023
13:42
საზოგადოება
"გუშინდელი დღე სწრაფად ესკალირდა, ჩემთვის მოულოდნელად, ცოტნე კობერიძე გახდა მოსასულიერებელი და ამასობაში მიშა მშვილდაძეს რამდენი “ბოლო პოსტი” დაუწერია ჩემზე. პოსტივი აშუქებსო. გაწუხებთ? მოგვარება ძალიან მარტივია" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ჩახსენით ფორმულა და მთავარი ოლიგარქს და ბელადს, მოსპეთ მყრალი პოლიტიკური კორუფცია, ნუ ზღუდავთ თავისუფალ კონკურენციას, ნუ ცდილობთ რეალობის მანიპულაციას, ნუ ქმნით ტელევირტუალურ რეალობებს პატრონის საამებლად და საწველად, ნუ ახდენთ ცილისწამების ნორმალიზაციას, ნუ ართმევთ ჩემს პოტენციურ ამომრჩეველს შანსს მისმინოს და ჩვენი უპირატესობები, სხვა პარტიებთან, სამართლიანად შეაფასოს …
შედეგად, არ დაგესხმებით თავს და არ გამაშუქებს პოსტივი.
რავი, რწყილი და ჭიანჭველა წაგიკითხოთ მხატვრულად ფორმულაში?
ქმედებას მოყვება უკუქმედება.
როცა მაწვებით, გაწვებით.
როცა მაქრობთ, გაქრობთ.
როცა მერჩით, გერჩით.
და გერჩით არა ცილისწამებით და ტაბულაში ბლოკვით (ეგღა მაკლია ტაბულას ეგეთი უმსგავსობა და ქაჯობა ვაკადრო) უფრო კვალიფიციურად, წესიერად, ძლიერად - იმიტომ რომ მართალი ვარ.
პასუხი მოსთხოვეთ ჯერ იმ
დეგრადირებულ ბელადს, რომელმაც დანერგა ეგ სამარცხვინო ტელეშანტაჟის პრაქტიკა გვარამიას ხელით, შემდეგ თქვენს ალიექსპრესის ოლიგარხს, შემდეგ საკუთარ თავებს - რომ ყველაფრის მკადრებლები ხართ.
მე ჩემსას გავიტან ... თქვენ შეგიძლიათ ფეხები გაშალოთ და მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ.
რა განსხვავებაა თქვენსა და
პოსტივის შორის გარდა იმისა, რომ
ის გჯობიათ ქოცობაში?
პ.ს. და ყველა სიტყვა, რასაც ბელადზე, მთავარზე, ფორმულაზე და მათ პატრონზე ვიძახი, არის 100 პროცენტიანი სიმართლე და დავამტკიცებ ყველა სასამართლოზე, ყველა კამათში, ყველა სამსჯავროზე, ქუჩაში, სახლში … დავიგინები დედაზე, დავიფიცებ ხატზე, ბიბლიაზე, კონსტიტუციაზე, მოვიყვან არგუმენტებს, ფაქტებს … ანუ მე ვარ მართალი, ამ სიმართლის კვალიფიციურად მტკიცება შემიძლია და ამიტომ ვარ დაბლოკილი მთავარზე და ფორმულაზე."
0
0