პარტიები ხალხს ეუბნებიან - თქვენ იდიოტები ხართ და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თქვენზე. ჩვენ კი პირიქით, ხალხის იმედი გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
„ზოგადად, ჩვენი პარტია იმით განსხვავდება სხვა პარტიებისგან, რომ ჩვენ მართლა ხალხის იმედი გვაქვს. დანარჩენი პარტიები ხალხს ეუბნებიან, რომ თქვენ არაფრის შნო არ გაგაჩნიათ, თქვენ პატრონი გჭირდებათ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თქვენზე, ხელფასი გადაგიხადოთ, პენსია გადაგიხადოთ, ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. მთელი პროპაგანდა იმაზეა აწყობილი, რომ ხალხს ეუბნებიან - თქვენ იდიოტები ხართ და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თქვენზე. პარტიები იმას კი არ ამბობენ, თავისუფლებას მოგცემთო, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, თქვენ იდიოტები ხართო. წარმოიდგინეთ, შეიძლება ხალხმა დაუჯეროს ამ პროპაგანდას და აღმოჩნდეს ასე, მაგრამ ჩვენ, პირიქით, იმის იმედი გვაქვს, რომ ხალხი ასე არ მოიქცევა",- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "ფორმულად" ეთერში.
0
0