03/12/2022
17:20
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი როგორც კი ჩაინიშნება, “ვაპირებთ, ვიყოთ კიდევ უფრო მობილიზებული, რათა მხარი დავუჭიროთ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას".
მისივე შეფასებით, პარტიას შეეძლო მეტის გაკეთება, მეტი აქტიურობა; არჩევნებიც პარტიის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
"დღევანდელი აქცია იყო სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად. ველოდებით სასამართლო პროცესს და როგორც კი ჩაინიშნება სასამართლო, ჩვენ ვაპირებთ, კიდევ უფრო მეტად მობილიზებული ვიყოთ და უკვე სასამართლო პროცესზე დავუჭიროთ მხარი პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანას უცხოეთში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. აქტიურობა არც აქამდე არ მაკლდა, შესაბამისად, თუ პარტიის ამომრჩეველი საჭიროდ ჩათვლის, რომ მე უნდა ვიყო თავმჯდომარე, ცხადია, ვიქნები ზეაქტიური“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
0
0