20/11/2022
12:14
პოლიტიკა
“დასანანია ამხელა დასავლური - ევროპული ვექტორის პარტიას ბიძინას ცუდი, თან „შეშინებული მოსწავლე“ დირიჟორობდეს” - ამის შესახებ “კანონი და სამართალის” ლიდერმა, დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში ნიკა მელიაზე დაწერა.
"აი ოცნების ტროლთა ინსტიტუტს არ ვპატიობ ივანიშვილს, გაატალახიანა ადამიანები, ტალახი ასხა, გადაჰკიდა ერთმანეთს, იგივე "ფუძე" ნიკა მელიას ტროლთა ბანაკია, დროზე გაასუფთავეთ ეს მშვენიერი - იდეალისტი ამომრჩევლით პარტია, დასანანია ამხელა დასავლური - ევროპული ვექტორის პარტიას "ბიძინას "ცუდი, თან "შეშინებული მოსწავლე" დირიჟორობდეს!!!!! ამდენი დრო და ყურადღება მელიას დაცვას და კედელ -კედელ სირბილს კი არა, ნეტავ პრეზიდენტ სააკაშვილს დაუთმოს რომ კვდება ციხეში, "ზოგიერთმა" "პოლიტ.მოკალათებულმა"...ფუჰ", წერს ჩარკვიანი.
0
0