-share.jpg)
პარტია „დროას“ ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ მსვლელობა იმართება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედნიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტისკენ, პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის გასაპროტესტებლად მიემართებიან.
როგორც მსვლელობის მონაწილეები ამბობენ, საქართველოში რუსული თვითმფრინავების დაშვება ქართველი ხალხის ნება არ არის.
„დღეს ტერორისტულ სახელმწიფოსთან, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო იზოლირდება და დისტანცირდება რუსეთისგან, არის ამორალური. ასევე, ეს არის პირდაპირი დარტყმა ჩვენი სუვერენიტეტისთვის. ამიტომ პირველ ფრენას ვალდებულად ვთვლით, რომ შევხვდეთ პროტესტით. ეს პროტესტის ხმა გავაგონოთ რუსეთს, უკრაინას, ჩვენს პარტნიორებს, რომ იცოდნენ, ეს ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავი არ არის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026