
მეწარმემ და პარტია „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა, სამველ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ სომხეთის გარდა, ყველა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესი დაიწყო.
„არჩევნებში ვინაიდან ვიღებ მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში, გადავწყვიტე, დავიწყო ამ პასპორტებზე უარის თქმის პროცესი“, – განაცხადა სამველ კარაპეტიანმა პირველი სასამართლო მოსმენის დროს.
სომხეთის გარდა, სხვა მოქალაქეობის ქონა დაბრკოლებაა სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 7 ივნისს გაიმართება.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სამველ კარაპეტიანი ანტიკორუფციულ სასამართლოში მიიყვანეს. ათთვიანი გამოძიების შემდეგ, სამველ კარაპეტიანის სასამართლო პროცესი 15 აპრილს დაიწყო. ბრალდების მხარე მას ფულის გათეთრებასა და ძალაუფლების მითვისებისკენ საჯაროდ მოწოდებას ედავება.
0
0