
მოვუწოდებ მათ, სწრაფად შეცვალონ ეს დამოკიდებულება, განაახლონ ინფორმაცია და პატივი სცენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა მალტე კაუფმანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით. კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები განახლებული არ არის.
მალტე კაუფმანის თქმით, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, სადაც ინფორმაცია განახლებულია, ეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის მიმართაც.
„რაც ხდება, ძალიან არადიპლომატიურია. თუმცა, ჩვენ, როგორც გერმანიაში ოპოზიციური პარტია, ხშირად ვაწყდებით მსგავს დამოკიდებულებას ხელისუფლების მხრიდან. ხშირად არ გვექცევიან სამართლიანად. საქართველოს გერმანიის ელჩი სოციალურ მედიაშიც გვაკრიტიკებს, რაც ასევე სრულიად არადიპლომატიურია. ზოგადად, საელჩოები და ელჩები ცდილობენ იყვნენ ნეიტრალურები და სწორედ ასე უნდა იქცეოდნენ უცხო ქვეყანაში, საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარმოსაჩენად. მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება, ნამდვილად არ არის ამის კარგი მაგალითი. მოვუწოდებ მათ სწრაფად შეცვალონ ეს დამოკიდებულება, განაახლონ ინფორმაცია და პატივი სცენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. ასევე, თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, სადაც ინფორმაცია განახლებულია, ეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის მიმართაც. პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს. ეს არ უნდა იქცეს ინსტრუმენტად, რომლითაც ცდილობენ საქართველოზე გავლენის მოხდენას საგარეო პოლიტიკის გზით. თუ ხალხი ირჩევს კონკრეტულ ხელისუფლებას, ამას პატივი უნდა სცენ“, - აღნიშნა მან.
0
0