რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიზე ვითარება პერიოდულად იძაბება.
რამდენიმე წუთის წინ სცენაზე გამომსვლელმა გამოაცხადა ინფორმაცია, რომ იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს, რის შემდეგაც მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა, ასევე, ისროლეს ასაფეთქებელი საშუალება პოლიციის მხარეს.
სამართალდამცავები ჩიტაძის ქუჩაზე აქციის მონაწილეებს აკავებენ, მათ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.
პარლამენტთან იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მათ შორის ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე.
პარლამენტთან შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტრებენ. მათი თქმით, აღნიშნული კანონის მიღებას არ დაუშვებენ.
ცოტა ხნის წინ ზურა გირჩი ჯაფარიძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ დაკავებულია მისი 2 თანაგუნდელი.
0
0