პარლამენტთან "გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს
26/04/2024
22:15
საზოგადოება
A-
+A
პარლამენტის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები.
შეკრებილებს შორის არიან სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.
ახალგაზრდები უკვე მე-12 დღეა საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი აქცია პარლამენტთან გაიმართება და მსვლელობით სხვა ლოკაციაზე არ გადავლენ.
მათივე თქმით, პროტესტი პერმანენტული იქნება და არ შეწყდება მანამ, ვიდრე ხელისუფლება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.
სტუდენტების განცხადებით, ისინი შეუერთდებიან 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქციას.
0
0
133
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%