17/06/2023
21:15
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტთან "გირჩი მეტი თავისუფლებისა" და ლიბერალური აკადემიის ორგანიზებით საჯარო ლექცია მიმდინარეობს, რომელიც დღეს ბორჯომში უნდა ჩატარებულიყო.
როგორც ცნობილია, ბორჯომში მომხდარი ინციდენტის გამო, ლექცია იქ ჩაიშალა.
ლექციის მთავარი თემა სიტყვის თავისუფლებაა
შეგახსენებთ, ბორჯომში, ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, 60-მდე უცნობი პირი მივიდა. ისინი პარტიის წევრებსა და ბანაკში მყოფ სხვა პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ქვებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია.
ბორჯომში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, ნივთის დაზიანების მუხლით უკვე დაწყებულია.
ბორჯომის ინციდენტამდე კი, გორში ფიზიკურად თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს. მასზე თავდამსხმელიც ამ დროისთვის დაკავებულია.
0
0