16/12/2024
20:13
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს.
ცოტა ხნის წინ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები, წიგნის დიზაინერები, ბუკინისტები და პირები, რომელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი.
მათი მოთხოვნაა, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.
„აღარ დარჩა ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რა ჯოჯოხეთს გვიმზადებს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ - რისკს, რომელიც კართანაა მომდგარი, ყველა ადამიანი აცნობიერებს. ადამიანები აცნობიერებენ რისკს, რომ თუკი ახლა გაჩერდებიან, აღარაფერი იქნება ქვეყანაში და მოუწევთ ემიგრაცია. აქედან გამომდინარე, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება პროტესტში, ზოგი მარშზე გამოდის, ზოგი ცდილობს „ფეისბუქზე“ იაქტიუროს. ლიტერატორებიც ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომელთა ხელობაც არის ამბების მოყოლა, თხრობა. ცენზურის კანონი, რომელიც მიიღეს ლიტერატორებს პირდაპირ ეხებათ, მაგრამ ეს ერთი პატარა ნაგლეჯია ბოროტებისა, რასაც ხარშავს ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა აქციაზე დავით გორგილაძემ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-19 დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.
0
0