15/06/2023
14:41
პოლიტიკა
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 74 ხმით მიიღო "სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონი.
როგორც გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, კანონპროექტის მიღების შედეგად, სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე, (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა), უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები გადაეცემა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარაში - სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს და ასევე, მუნიციპალიტეტს, როგორც ტყის მართვის ორგანოს.
ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და შესაბამისად, შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები.
"სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები ასევე შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში.
0
0