პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია
22/12/2022
13:53
პოლიტიკა
A-
+A
პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი 19 კანდიდატიდან დასამტკიცებლად საჭირო 90 ხმა ვერცერთმა ვერ მიიღო.
პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არცერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება.
საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად მხარს ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურებს უჭერდა. მმართველი გუნდის შეთავაზება კი იყო, რომ პარლამენტს გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის მიეღო. საბოლოოდ, უმრავლესობამ არცერთ კანდიდატს ხმა არ მისცა.
0
0
236
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%