
პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 84-ხმით ( 10 - წინააღმდეგი), მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
მიღებული პროექტის მიხედვით, მთავრობის სტრუქტურაში სახელმწიფო მინისტრის ახალი თანამდებობა გაჩნდება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს.
სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. მის საქმიანობას მატერიალურ-ტექნიკურად და ორგანიზაციულად მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
0
0