პარლამენტმა გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა
A-
+A
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა 85 ხმით ერთხმად მხარი დაუჭირეს გიორგი სოსიაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს.
გიორგი სოსიაშვილი 2023 წლის 1 ოქტომბერს, შუალედურ არჩევნებში, #15 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული წევრია.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისაგან მიღებული დასკვნის და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი სოსიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე. შესაბამისი დადგენილების პროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომას წარუდგინა.
0
0
236
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%