01/12/2022
22:37
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ერთობლივი სამართლებრივი მოსაზრებისთვის, "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტი გადაუგზავნა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო.
28 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეოლიგარქიზაციის შესახებ ვენეციის კომისიაში გაგზავნიდა. მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტს მესამე მოსმენით აღარ განიხილავენ და ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდებიან.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიაში განსახილველად დოკუმენტის გაგზავნა პოზიტიურად ნაბიჯად შეაფასა.
მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ხელისუფლებას მოუწოდებდა, რომ "კანონის მიღებამდე მოეთხოვათ და შეესრულებინათ ვენეციის კომისიის დასკვნა".
0
0