16/06/2023
14:04
პოლიტიკა
პარლამენტმა, პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები.
მომხსენებლის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პროექტი განსაზღვრავს სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების გაზრდის შესაძლებლობას.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რეგულირების სააგენტოს მიერ წინასწარი შეტყობინების და სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე, კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტზე შესვლის შესაძლებლობას, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.
ცვლილებებით, იზრდება სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის აქამდე დაწესებული ჯარიმების ოდენობაც.
ამასთან, დგინდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაწესებულების მიმართ წარმოშობილი სადავო თანხების, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად, ანაზღაურების შეჩერების შესაძლებლობა.
ცვლილებები, ასევე შედის ხუთ მოქმედ კანონში, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საპროცესო კოდექსებში.
0
0