16/11/2022
22:00
პოლიტიკა
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს 76-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი კი იყო - 6.
მეორე მოსმენით მიღებულ კანონში ასახულია ცვლილება, რომლის თანახმად, ოლიგარქთა რეესტრს პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა დაადგენს.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ კანონის მეორე მოსმენით მიღების გადადება და მანამდე, ამ პროექტის ვენეციის კომისიაში წარდგენა მოითხოვა.
“ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის არგუმენტები არ გაიზიარა.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ერთ წელზე მეტია, რაც უკრაინამ მის მიერ მიღებული კანონი ვენეციის კომისიაში გააგზავნა, თუმცა კომისიისგან დასკვნა ამ დრომდე არ მიუღიათ. ოხანაშვილის თქმით, ისინი დაინტერესდებიან, თუ რატომ არ არსებობს ამ დრომდე დასკვნა “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინულ კანონზე.
0
0