29/05/2023
16:09
პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას ბიუროს სხდომა დაატოვებინა.
ბიუროს წევრთა უმრავლესობამ არ გაითვალისწინა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებება "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში, რასაც სხდომაზე კამათი მოჰყვა.
"ნაცვლად იმისა, ქვეყანაში შემოსვლას უზღუდავდნენ სანქცირებულ პირებს, რომლებიც პუტინთან და მის გარემოცვასთან არიან დაახლოებული, მათ შორის, ლავროვის შვილს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დანაწევრების და ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი, ოპოზიციონერ დეპუტატებს უზღუდავენ ბიუროზე დასწრებას. სანქციები მათ არა ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, არამედ პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ უნდა გამოიყენონ, როგორც ამას მთელი თავისუფალი სამყარო აკეთებს",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0