
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თამაზ გინტურის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საოკუპაციო ძალების მიერ 2008 წლის ომის ვეტერანის, თამაზ გინტურის მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმძიმე არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ოკუპაცია.
„ოკუპაციას ეწირება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და გვაჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ მთავარი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ქართველისთვის უნდა იყოს ოკუპაციის დასრულება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ თამაზ გინტურის ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად 6 ნოემბერს გარდაიცვალა. 6 ნოემბერსვე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა ჩაინიშნა. თამაზ გინტური სამხედრო პატივით 11 ნოემბერს დაკრძალეს.
0
0