16/04/2024
20:55
საზოგადოება
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჩიტაძის ქუჩაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანაც.
სპეცრაზმია მობილიზებული, ასევე პარლამენტის ეზოშიც.
პარლამენტის მიმდებარედ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების ნაწილი, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ჭიჭინაძის ქუჩაზე იმყოფებიან.
დაახლოებით ორი საათის წინ, ნიკა გვარამია შეკრებილებს პარლამენტის გვერდითა შესასვლელის ბლოკირებისკენ მოუწოდებდა. სამართალდამცველების მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რამდენჯერმე მათ წყალიც შეასხეს. ამასთან, როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილებს ჭიჭინაძის ქუჩაზე გადანაცვლებისკენ და იქ მყოფების „დახმარებისკენ“ მოუწოდა.
0
0