
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან და უფლებამოსილებებთან დაკავშირებულ წესებში ცვლილებები განხორციელდა.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო ცვლილებების პროექტი, რაც თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლის მიზნით შექმნილ საგამოძიებო კომისიას უკავშირდება.
პროექტის მიხედვით, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას, საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე, შეეძლება შესაბამისი ორგანოს წინაშე გამოძიების დაწყების საკითხი დასვას.
გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, კომისიის ერთ-ერთ წევრს ისეთი პირისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა დაავალოს, რომელიც თავად გამოთქვამს სურვილს, დროებითი საგამოძიებო კომისიას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.
ამავე პროექტით, საგამოძიებო კომისიას შეეძლება სხდომა პარლამენტის პლენარული სხდომების დღეებშიც გამართოს, თუმცა არა პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან: - შალვა პაპუაშვილი, დავით მათიკაშვილი, გიორგი კახიანი, ირაკლი შატაკიშვილი, გრეტა წიწავა და გურამ მაჭარაშვილი.
0
0
იმერეთში, 22- ე დღეა, დაკარგულ კაცს ეძებენ
19/03/2025