პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს ხვალიდან დაიწყებს
25/11/2024
19:42
პოლიტიკა
A-
+A
პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესს ხვალიდან დაიწყებს. ხვალ, 13:00 საათზე ჩანიშნულია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმენენ.
კომიტეტის სხდომამდე ბიუროს სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ოფიციალურად წარედგინება.
რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს დარგების შესაბამისად მოუსმენენ, პლენარულ სხდომაზე კი პარლამენტის წინაშე პრემიერმინისტრობის კანდიდატი სამთავრობო გუნდთან ერთად წარდგება.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
0
0
45
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%