28/11/2024
10:32
პოლიტიკა
დღეს, 28 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტი მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - “მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.
მთავრობას ნდობის მისაღებად პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.
პრემიერ- მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი. განახლებულ მინისტრთა კაბინეტში კი სამი ახალი მინისტრი იქნება.
მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად ასეთი შემადგენლობით წარედგინა:
პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე;
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაკა ბოჭორიშვილი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით სონღულაშვილი;
იუსტიციის მინისტრი - ანრი ოხანაშვილი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ალექსანდრე წულაძე;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
კულტურისა და სპორტის მინისტრი - თინათინ რუხაძე;
ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - მიხეილ სარჯველაძე;
ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი;
რეგიორნული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
როგორც ითქვა, სამთავრობო პროგრამა ყველა იმ საჭიროებასა და გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში დგას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინიციატივით, განათლება და მეცნიერება კვლავ ცალკე უწყებაა, კულტურა და სპორტი - ცალკე. ამ სფეროებს ალექსანდრე წულაძე და თინათინ რუხაძე იბარებენ.
განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება - იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
0
0