
ფრანგული საინფორმაციო სააგენტო actu17-ის ცნობით, დღეს, დაახლოებით 13:45 საათზე, პარიზში, ვანდომის მოედანზე, იუსტიციის დეპარტამენტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, “ბულგარის” საიუველირო მაღაზია სამმა პირმა გაძარცვა.
მძარცველები შემთხვევის ადგილიდან ორი მოტოციკლით გაიქცნენ. ნაძარცვმა, პორტალის ცნობით, შეიძლება მიაღწიოს რამდენიმე მილიონ ევროს.
ძარცვის დროს გარეთ დარჩენილი ერთ ბოროტმოქმედს გრძელლულიანი იარაღი ჰქონდა. სამოყვარულო ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიუთითებს იგი გამვლელებს გადავიდნენ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს და არ გაირონ მაღაზიის წინ.
ცნობისთვის, ეს მაღაზია 2021 წლის სექტემბერშიც გაძარცვეს. 6 ბოროტმოქმედიდან ერთ-ერთი გაქცევისას დააკავეს, შემდეგ კიდევ რამდენიმე მძარცველსაც მიაკვლიეს. ამ დროისთვის ამ მაღაზიის ძარცვის ბრალდებით სულ გასამართლებულია და სასჯელს იხდის სამი პირი.
0
0