17/03/2023
08:27
მსოფლიო
საფრანგეთის დედაქალაქში საპტოტესტო აქცია გრძელდება.
მოსახლეობამ ქუჩებში გასვლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სადავო საპენსიო რეფორმის კანონი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაკავებულია ასზე მეტი მოქალაქე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილი სპეციალური უფლებამოსილება გამოიყენა, რომლითაც მას შეუძლია, პრემიერ-მინისტრს სთხოვოს, კანონი კენჭისყრის გარეშე მიიღოს.
გუშინ „ევრონიუსმა“ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრზე, ელიზაბეთ ბორნზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის მთავრობა საპენსიო კანონპროექტის კენჭისყრის გარეშე დასამტკიცებლად საკონსტიტუციო ბერკეტის გამოყენებას გეგმავდა.
ელიზაბეთ ბორნმა მედიას განუცხადა, რომ საფრანგეთის მთავრობამ გამოიყენა სპეციალური საკონსტიტუციო უფლებამოსილება, რათა სადავო საპენსიო კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე მიიღოს.
0
0