
პარიზის სააპელაციო სასამართლოში ხვალ ოპოზიციური პარტია „ეროვნული კრების“ ლიდერის, მარინ ლე პენის საქმეზე მოსმენა გაიმართება. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააპელაციო სასამართლოს მოსმენები ხვალ დაიწყება და 12 თებერვალს დასრულდება.
სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამო, საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
როგორც „როიტერი“ წერს, საბოლოო გადაწყვეტილება ზაფხულამდე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
0
0