12/11/2022
14:01
პოლიტიკა
,,პარიზის მშვიდობის ფორუმმა“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ციტატა, რომელიც უკრაინელ ქალებს შეეხებოდა, ოფიციალურ "ტვიტერში" გამოაქვეყნა.
,,უკრაინელმა ქალებმა აჩვენეს, რომ თავიანთი ადგილი აქვთ უკრაინულ წინააღმდეგობაში; ზოგ შემთხვევაში არიან ჯარისკაცები და წარმოადგენენ ფუნდამენტს, რომლის საშუალებითაც უკრაინამ შეძლო ამდენი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობის გაწევა,” ციტირებს სალომე ზურაბიშვილის სიტყვას ორგანიზაციის ოფიციალური “ტვიტერი”.
როგორც ცნობილია, 11 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო "პარიზის მშვიდობის ფორუმში“, სადაც სიტყვითაც გამოვიდა. სალომე ზურაბიშვილმა ქალთა უფლებებზე, მათ როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
0
0