
მნიშვნელოვანია, რომ ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომელსაც ხელმძღვანელი დაუსახავს როგორც ინსტიტუციური რეფორმირების თუ ცვლილების მხრივ, ისე თავად საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის მამუკა მდინარაძის მიერ დანიშნულ ახალ მოადგილეებზე.
მისი თქმით, მამუკა მდინარაძეს აქვს სრული ნდობა როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე, პარლამენტის მხრიდან.
„თავისთავად თავად მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, პიროვნებიდან, პროფესიული თვისებებიდან და მათ შორის პოლიტიკური ალღოდან გამომდინარე, რაც ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელისთვის, ეჭვი არც გვეპარებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის პირველივე დღიდან სისტემის ეფექტიანობის ზრდისკენ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ხელმძღვანელი ეყრდნობოდეს იმ მოადგილეებს, რომლებმაც ზუსტად უნდა შეასრულონ ის ამოცანები, რომელსაც ხელმძღვანელი დაუსახავს როგორც ინსტიტუციური რეფორმირების თუ ცვლილების მხრივ, ისე თავად საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მხრივ. მამუკა მდინარაძეს აქვს როგორ პრემიერ-მინისტრის, ასევე, გუშინ პარლამენტის კენჭისყრის შედეგად პარლამენტის სრული ნდობა და ვუსურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სუსის ხელმძღვანელის პირველ მოადგილედ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე დაინიშნა. სუსის უფროსის მოადგილეებად იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მაისურაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე და სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარატმენტის დირექტორი თამაზ ბორაშვილი დაინიშნნენ.
0
0