
პაპუა-ახალი გვინეის ჰაილენდსის მაღალმთიან რეგიონში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, მასობრივი მკვლელობა ენგას პროვინციაში ორ ტომს შორის დაპირისპირების ნიადაგზე მოხდა.
”ეს მაღალმთიანეთში მომხდარი ყველაზე მასშტაბური [მკვლელობაა],” - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
პაპუა-ახალი გვინეის მაღალმთიანი რეგიონი დიდი ხანია მასშტაბურ ძალადობას ებრძვის. ტომობრივი ძალადობის ესკალაცია ხშირად მიწისა და სიმდიდრის განაწილების გამო ხდება. 2023 წელს, ხელისუფლებამ ენგას პროვინციაში სამთვიანი „ლოქდაუნი“ დააწესა.
პაპუა-ახალი გვინეის ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ, ავსტრალიამ, განაცხადა, რომ ქვეყანაში მომხდარი მკვლელობები "ძალიან შემაშფოთებელია".
”პაპუა-ახალ გვინეაში უსაფრთხოებისა და, განსაკუთრებით, პოლიციელების სათანადო მომზადებისთვის მხარდაჭერას ვუზრუნველვყოფთ”, - თქვა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა რადიო-ინტერვიუში.
0
0