ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ირლანდიის, ნორვეგიისა და ესპანეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარების ფაქტმა საფრთხე შეუქმნა ისრაელის უსაფრთხოებას, რადგან ეს ნაბიჯი ისრაელის სუვერენიტეტზე თავდასხმაა. მან ასევე განაცხადა, რომ ამით ტერორიზმი “დაჯილდოვდა“.
ისრაელის სამაუწყებლო კორპორაციის ინფორმაციით, ისრაელი დიპლომატიური იზოლაციის დაწესებას და ბოიკოტის გამოცხადებას აპირებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ. შესაბამისად, ამ ქვეყნების წარმომადგენლები არ დაიშვებიან ბრიფინგზე და არ იქნებიან ინფორმაციით უზრუნველყოფილი, რომელიც, ჩვეულებრივ, ელჩებს მიეწოდება.
როგორც Al jazeera წერს, ასევე ბევრი ექსპერტის აზრით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის დადებითად შეფასებას ნიშნავს.
0
0