
„ღაზადან 85 მძიმედ დაავადებული და დაშავებული პალესტინელი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ტერიტორიის გარეთ, დაახლოებით 5000 პალესტინელს უტარდება მკურნალობა, 10,000 პაციენტი კი სამედიცინო დახმარების მოლოდინშია,“ - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ.
როგორც ცნობილია, ისრაელის მიერ დაბომბვის შედეგად, დაიხურა საავადმყოფოები, დაიღუპნენ ექიმები, შეწყდა მედიკამენტებით მომარაგება და საავადმყოფოები მსხვერპლით გადაიტვირთა. ისრაელის არმიის განცხადებით, „ჰამასის“ მებრძოლები და მათი ინფრასტრუქტურა საავადმყოფოებსა და სამედიცინო კლინიკებში აღმოჩდნენ, რასაც ისლამისტური მოძრაობა უარყოფს. თავის მხრიც, უფლებადამცველმა ჯგუფებმა ისრაელი სამედიცინო ევაკუაციის შეფერხებაში დაადანაშაულეს.
0
0
19 აგვისტოს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
17/08/2026
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
17/08/2026