06/03/2023
15:20
მსოფლიო
სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, თვითმკვლელის თავდასხმის დროს, უსაფრთხოების სამსახურის 9 ოფიცერი დაიღუპა და, სულ მცირე, 13 დაშავდა.
აფეთქება ბელუჯისტანის პროვინციაში მოხდა, როდესაც ფესტივალის კონტროლირების შემდეგ ოფიცრები პროვინციის დედაქალაქ კვეტაში ბრუნდებოდნენ.
ბელუჯისტანში, უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმა 24 საათის განმავლობაში მეორედ მოხდა. ინციდენტზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.
კაჩის რაიონის პოლიციის კომისრის მოადგილემ BBC-ს დაუდასტურა, რომ თავდასხმა თვითმკვლელმა განახორციელა.
Reuters-ის ცნობით, თავდამსხმელი მოტოციკლით სატვირთო მანქანას შეეჯახა.
ბელუჯისტანის მთავრობამ დაგმო თავდასხმა და განაცხადა, რომ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება.
5 მარტს, ბელუჯისტანის საპორტო ქალაქ გვადარში მომხდარი თავდასხმისას კი უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიღუპა და რვა დაშავდა; მომხდარზე პასუხისმგებლობა “ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა ფრონტმა” - აკრძალულმა სამხედრო დაჯგუფებამ - აიღო.
30 იანვარს, პაისტანის ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ პეშავარში, მეჩეთის აფეთქების შედეგად 80-ზე მეტი ოფიცერი დაიღუპა.
ბელუჯისტანი პაკისტანის ყველაზე ღარიბი პროვინციაა, რომელსაც ფოროვანი [სუსტად დაცული] საზღვარი აქვს ავღანეთთან და ირანთან.
0
0