პაკისტანში ტერორისტულ თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა
20/08/2023
12:49
მსოფლიო
A-
+A
ჩრდილოეთ პაკისტანში თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანვაარ-ულ-ჰაკ კაკარმა დაადასტურა.
კაკარმა X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ ჩრდილოეთ ვაზირისტანში მომხდარმა "ტერორისტულმა თავდასხმამ 11 უდანაშაულო მუშის სიცოცხლე შეიწირა".
უსაფრთხოებისა და პოლიციის ოფიციალური პირების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა (IED) სატვირთო მანქანის ქვეშ აფეთქდა, რა დროსაც სატვირთო მანქანით მუშები გადადიოდნენ ვაზირისტანში არმიის სამშენებლო მოედანზე, რომელიც ხიბერ პახტუნხვას პროვინციაში, ავღანეთის საზღვართან მდებარეობს.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
0
0
185
სიახლეები
ყველა
დღეს ალავერდობაა
28/09/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%