პაკისტანის სამხრეთით მდებარე ტატას რეგიონიდან ქალაქ ხუზდარში მიმავალ ავტობუსის ავარიას, სულ მცირე, 17 პაკისტანელი მომლოცველი ემსხვერპლა. მომლოცველები, რამადანის დასასრულს, ეიდ-ალ-ფითრის აღსანიშნავად ბელუჯისტანის მუსლიმთა ტაძარში მიემგზავრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილმა ხევში ჩავარდნამდე დაკარგა კონტროლი.
ასევე, ქალაქ ყარაჩიში გადაყვანილი 40-ზე მეტი ადამიანი დაზიანებებს მკურნალობს. პოლიციის პროგნოზით, მსხვერპლი შეიძლება გაიზარდოს. ბელუჯისტანის მთავარმა მინისტრმა სინდ მურად ალი შაჰმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, ხოლო, სულ მცირე, ხუთმა ადამიანმა თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღო. მისივე თქმით, ავარიის გამომწვევ მიზეზზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.
როგორც BBC-ი წერს, ფატალური ავარიები ხშირია პაკისტანში, რაც ხშირად გამოწვეულია მძღოლის შეცდომით და გაუმართავი გზებით.
0
0