08/05/2023
17:51
სამართალი
ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „POSTV“-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ბურჭულაძე მისი პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, რამიშვილისგან 50 000 ლარიან, ხოლო „POSTV“-სგან 100 000 ლარიან კომპენსაციას ითხოვს.
საქმე ეხება ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერს, რომელშიც რამიშვილმა ბურჭულაძე თაღლითად მოიხსენია.
„10 აპრილს, „POSTV“-ის გადაცემა სამნი & CO.-ში შალვა რამიშვილმა პაატა ბურჭულაძე მოიხსენია, როგორც საქველმოქმედო თანხების გამფლანგველი და თაღლითი, რაზეც თურმე, გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შელახა. ამასთან დაკავშირებით, შეგვაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვთ, რომ მოხდეს ამ ყველაფრის უარყოფა და მორალური ზიანისთვის, შალვა რამიშვილს და „POSTV“-ის დაეკისროს გარკვეული მორალური ზიანი, რომელიც დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ისევ და ისევ მოხმარდება ქველმოქმედებას“, - აცხადებს პაატა ბურჭულაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
0
0