28/11/2024
23:20
პოლიტიკა
ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, ოთივე პარტიის - " კოალიცია ცვლილებისთვის", "ერთიანობა - ნაციონალური მოძროაბის", "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" ერთად დგომა სამშობლოს გადასარჩენად არის საჭირო.
“ოთხივე პარტია ვიქნებით ერთად და არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვწონს. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთს ყველაფერში ვეთანხმებით. და არა იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია მომავალი. არა.
მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლო გვაქვს ერთი და ახლა ის უნდა გადავარჩინოთ”, - წერია ნიკა გვარამიას პოსტში.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
0
0