
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე Mundus Vini ზაფხულის სეზონი, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, მეღვინეობა "ბადაგონის" ღვინოებმა კვლავ ოქროს მედლები მოიპოვა:
"ბადაგონის" ღვინოები ოთხი ოქროს მედლით დაჯილდოვდა:
🥇საფერავი რეზერვი
🥇კახური წარჩინებული, წითელი მშრალი
🥇ალავერდის ტრადიცია, წითელი მშრალი
🥇ცქრიალა ღვინო მაესტრო ექსტრა ბრუტი
როგორც კომპანია ბადაგონში განაცხადეს, აღსანიშნავია, რომ “მაესტრო ექსტრა ბრუტი” ბადაგონის სრულიად ახალი ცქრიალა ღვინოა, რომელიც რამოდენიმე თვეა ბაზარზე გამოჩნდა და უკვე ოქროს მედლით დაჯილდოვდა ასეთ პრესტიჟულ საერთადორისო კონკურსზე.
Mundus Vini ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის საერთაშორისო კონკურსია. ის უკვე 20 წელზე მეტია წელიწადში ორჯერ ტარდება. Mundus Vini-ის საზაფხულო კონკურსზე წელს წარმოდგენილი გახლდათ 12000-ზე მეტი ღვინო 40 ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან. ღვინოები 200-ზე მეტმა დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა შეაფასა.
2
0