ორშაბათს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამივე დეპუტატის მანდატების შეწყვეტის საკითხზე - ირაკლი კობახიძე
A-
+A

სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობა ორშაბათს იმსჯელებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს - ორშაბათს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას სამივე დეპუტატთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ ორშაბათსვე გავასაჯაროვებთ ჩვენს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა კობახიძემ.
ოთხი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი პარლამენტში მომავალ კვირაში განიხილება. სამი მათგანი ოპოზიციის წევრია - ბადრი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა ნათელაშვილი, მეოთხე კი ყოფილი სპიკერი კახა კუჭავა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პარტიული სიიდან გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს.
0
0
407
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%