-share.jpg)
ჩრდილოეთ კანადის პროვინცია ნუნავუტში, არქტიკული სარადარო სადგურის ტერიტორიაზე, . მსხვერპლის ვინაობა არ სახელდება. ის კანადის მთავრობის მიერ მართულ ლოჯისტიკურ კომპანია Nasittuq Corporation-ში მუშაობდა.
„შემთხვევის ადგილზე მისულმა კომპანიის თანამშრომლებმა ერთ-ერთი დათვი მოკლეს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მარეგულირებელ სააგენტოებთან, რათა ამ ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ საფუძვლიანი გამოძიება ჩავატაროთ,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
BBC-ის ინფორმაციით, პოლარული დათვების თავდასხმა, გასულ კვირას, კერძოდ, კუნძულ ბრევორტზე [ბაფინის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით] მოხდა. აღნიშნული ტერიტორია ჩრდილოეთ კანადის ადრეული შეტყობინების სისტემის ათეულობით სადარაჯო დაცვის ზონიდან ერთ-ერთია. 5000 კმ-იანი ქსელი რეგიონში შემავალ თვითმფრინავებს ან რაკეტებს აფიქსირებს.
ადამიანებზე პოლარული დათვების თავდასხმები იშვიათია, თუმცა, 2023 წლის შემდეგ, სულ მცირე, მეორე ფატალური ინციდენტი დაფიქსირდა. გასულ წელს, ალასკას ერთ-ერთ სოფელში პოლარული დათვის თავდასხმას ქალი და მისი 1 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
კანადის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში დაახლოებით 17000 პოლარული დათვი ბინადრობს, რაც მათი სახეობების გლობალური პოპულაციის ორ მესამედს შეადგენს. პოლარული დათვის სახეობების რაოდენობა მცირდება, რასაც მეცნიერები გლობალური დათბობით გამოწვეულ ზღვის ყინულის დნობას უკავშირებენ.
0
0