20/12/2024
11:52
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების გადავადება აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე შესთავაზა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 15 პაკეტი უკვე მიიღო. თითოეული პაკეტის გაგრძელება ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება. მომდევნო ასეთი გადაწყვეტილება იანვარშია მისაღები.
მანამდე სანქციების გაგრძელება ჩვეულებრივ რუტინას წარმოადგენდა და, როგორც წესი, ეს ევროკავშირის წლის შემაჯამებელ სამიტზე ხდებოდა. თუმცა გუშინ გამართული სამიტის დროს ორბანმა მისი კოლეგები სხვა ქვეყნებიდან გააოცა, როცა თქვა, რომ სანქციების გაგრძელებისთვის ჯერ მზად არ არის.
Bloomberg-ის მტკიცებით, ორბანის ასეთმა პოზიციამ ევროპელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. ევროპელები ფიქრობენ, რომ უნგრეთის პრემიერი, შესაძლოა, ტრამპს გაურიგდეს, რათა ევროკავშირის ერთიანობა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების კუთხით დაარღვიოს.
0
0